Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მეხანძრე-მაშველების ნაწილს პრემიები უკვე ჩაერიცხათ
ambebi.ge
14 September 2017, 19:20
ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მეხანძრე-მაშველების ნაწილს პრემიები უკვე ჩაერიცხათ.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებს პრემიები ეტაპობრივად ერიცხებათ.

"პრემიების ჩარიცხვები დაიწყო და ეტაპობრივად ხდება. პროცესი მაშინვე დაიწყო როგორც კი განცხადება გაკეთდა და 1 კვირის განმავლობაში ყველას ექნება დარიცხული," - აცხადებენ სამსახურში.

შეგახსენებთ, საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია გუშინ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმად ბორჯომის ხანძრის გამო გამგეობის 11 მოხელე 10 150 ლარის ოდენობის პრემიას მიიღებს, მეხანძრეები კი ჯერ ისევ პრემიის გარეშე არიან.

მოგვიანებით საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რომელთა დასრულების შემდეგ, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ფულადი პრემიები აღნიშნული პირების პირად ანგარიშებზე ჩაირიცხება. Advertisement
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი